KVAZAR / მომსახურებები
ბიზნესის მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა
თქვენი ტექნიკური სპეციალისტი შტატში აყვანის გარეშე.
ვაკვირდებით კომპანიის ვებსაიტის, რეკლამისა და შიდა სისტემების მუშაობას, გეხმარებით ტექნიკური საკითხების მოგვარებაში და გთავაზობთ გაუმჯობესებებს. თქვენ მართავთ ბიზნესს, ჩვენ კი მის ტექნიკურ ნაწილს ვუჭერთ მხარს და ვავითარებთ.
მომსახურების პაკეტები
| პაკეტი | ღირებულება |
|---|---|
| SUPPORT | 500 ₾ თვეში |
| BUSINESS | 1 000 ₾ თვეში |
| BUSINESS PARTNER | 1 500 ₾ თვეში |
SUPPORT
სისტემების გამართული მუშაობისთვის.
- ვებსაიტის მუშაობის შემოწმება.
- ფორმებისა და შემოსული მოთხოვნების კონტროლი.
- არსებული სამუშაო ინსტრუმენტების მხარდაჭერა.
- ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება.
- ვებსაიტზე შეთანხმებული ინფორმაციის განახლება.
- კონსულტაცია მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე.
- ერთი სამუშაო შეხვედრა თვეში.
BUSINESS
ვებსაიტი, რეკლამა და სამუშაო სისტემები კონტროლქვეშ. მოიცავს SUPPORT-ის ყველა მომსახურებას და დამატებით:
- შეთანხმებული სარეკლამო კამპანიების გაშვება.
- მოქმედი რეკლამის მონიტორინგი და კორექტირება.
- შეთანხმებული სარეკლამო მასალების განახლება.
- შემოსული მოთხოვნების გადაცემის შემოწმება.
- არსებული ავტომატიზაციის მხარდაჭერა.
- სამუშაო ინსტრუმენტების მცირე გაუმჯობესება.
- თვეში მაქსიმუმ ორი სამუშაო შეხვედრა.
- ყოველთვიური ანგარიში.
ვებსაიტის შემუშავებაზე 15%-იანი ფასდაკლება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
BUSINESS PARTNER
თქვენი გარე ტექნიკური გუნდი. მოიცავს BUSINESS-ის ყველა მომსახურებას და დამატებით:
- ყოველკვირეულ დაგეგმვის შეხვედრებში მონაწილეობა.
- ტექნიკური ამოცანების გადაწყვეტაში დახმარება.
- კონტრაქტორების წინადადებების შეფასება.
- კონსულტაცია ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაზე.
- ტექნიკური დავალებების მომზადებაში დახმარება.
- შეთანხმებული ტექნიკური ცვლილებების კონტროლი.
- სამუშაო სისტემების განვითარების დაგეგმვა.
- პრიორიტეტული ტექნიკური მხარდაჭერა.
ვებსაიტის შემუშავებაზე 30%-იანი ფასდაკლება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
პასუხისმგებლობის განაწილება
KVAZAR შეთანხმებულ ტექნიკურ ამოცანებზეა პასუხისმგებელი. კლიენტი თავად ურთიერთობს მყიდველებთან, პასუხობს შეტყობინებებს, ამუშავებს შეკვეთებს, მართავს გაყიდვებს, ათანხმებს მასალებსა და სარეკლამო ბიუჯეტს და იღებს მმართველობით გადაწყვეტილებებს.
რა ფასდება ცალკე
- სარეკლამო ბიუჯეტი.
- ჰოსტინგი და მესამე მხარის ფასიანი სერვისები.
- ახალი ვებსაიტები და პროგრამები.
- არსებული სისტემების მასშტაბური ცვლილებები.
- ახალი რთული ინტეგრაციები.
- ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ დამატებითი სამუშაოები.
მხარდაჭერილი სისტემებისა და სარეკლამო კამპანიების რაოდენობა, ცვლილებების მოცულობა და რეაგირების ვადები ხელშეკრულებაში განისაზღვრება.
როგორ იწყება თანამშრომლობა
- ვსწავლობთ კომპანიის არსებულ სისტემებს.
- განვსაზღვრავთ მხარდაჭერის საჭირო მოცულობას.
- ვათანხმებთ მომსახურების პაკეტსა და პასუხისმგებლობებს.
- შეთანხმებულ სისტემებს მომსახურებაზე ვიღებთ.
- ვუზრუნველყოფთ მათ მუშაობას და გთავაზობთ გაუმჯობესებებს.
KVAZAR / დაარსდა 2014 წელს